მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, პერიზი მეურვეებს – ბებიასა და ბაბუას ყოველ დღე სასტიკად აბრაზებს, ამჯერად ინტერნეტში 17 წლის პერიზის ფოტოები გავრცელდა, სადაც გოგონა სიგარეტს ეწევა. ბებია და ბაბუა, კეტრინ და ჯო ჯექსონები მოწევის სასტიკი წინააღმდეგები არიან. ისინი, ასევე, არ აძლევენ ნებას პერიზს, ტატუ გაიკეთოს.
ამის მიუხედავად, ჭირვეული გოგონა პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ დიდი ზომის ტატუთი დააფიქსირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტატუ ერთჯერადი იყო.13
ტაბლოიდები წერენ, რომ პერიზი ძალიან ბევრს ეწევა. ამასთან, გოგონა სისტემატურად ესწრება ანონიმ ალკოჰოლიკთა შეხვედრებს, რაც ჯოსა და კეტრინს კიდევ უფრო მეტად ანერვიულებს.
„ოჯახი პერიზის ქცევების გამო ძალიან ნერვიულობს, თუმცა მოწევას აღარ უშლიან, რადგან მიიჩნევენ, რომ აკრძალვა მათსა და გოგონას შორის კიდევ უფრო მეტ დისტანციას გააჩენს,“ – ამბობს ტაბლოიდების წყარო.