დღეს “შავი პარასკევია”. მოლებსა თუ სხვადასხვა მაღაზიაში დიდი ფასდაკლებებია გამოცხადებული. გარდა “შავი აპრასკევისა”, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი ფასდაკლებების დღედ მიიჩნევა, როგორც ჩანს, მაღაზიების მფლობელები ცდილობენ, ლოკდაუნის გამოცხადებამდე მოასწრონ პროდუქციის დიდი ნაწილის გაყიდვა.
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ მოლისკენ მიმავალი მანქანების რიგი ძალიან დიდია:
“მოლისკენ მიმავალ ტრასას ვუყურებ ფანჯრიდან და ისეთი ამბავია, ნემსი არ ჩავარდება.
?
შავი პარასკევისთვის კი არა, შავი დღისთვის გადაინახეთ, ხალხო, თუ რაიმე შემოგრჩენიათ :))))”
