LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაიკროსოფტი“ ათობით ჟურნალისტს გაათავისუფლებს და მათ ნაცვლად რობოტებს დაასაქმებს

181
large-nSIiiC0F455uHsMh1mbyEsBdgdcbHZSW2hG6Ec-az40

კორპორაცია „მაიკროსოფტმა“ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო ვებ–გვერდი მუშაობას ავტომატურ რეჟიმში გააგრძელებს და ათობით კონტრაქტორი ჟურნალისტი სამსახურის გარეშე დარჩება. გადაწყვეტილება ძალაში 30 ივნისის შემდეგ შევა და შემცირება შტატებში – 50, ხოლო დიდ ბრიტანეთში – 27 ადამიანს შეეხება.

როგორც ამერიკული პრესა იუწყება, სამსახურის გარეშე ის ჟურნალისტები დარჩებიან, ვინც ახალ ამბებს სხვადასხვა ვებ–გვერდებიდან არჩევდა და დარედაქტირების შემდეგ საიტზე აქვეყნებდა. ამიერიდან ამ საქმეს რობოტები გააკეთებენ. ანუ „ხელოვნური ინტელექტი“ გადაწყვეტს იმას, თუ რომელი ახალი ამბავია უფრო საინტერესო და რომელი იმსახურებს კომპანიის ვებ–გვერდზე მოხვედრას.

„მაიკროსოფტს“ კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და თანამშრომელთა შემცირების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g