LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” მეხუთედ შევიდა

183
photo-collage.png (53)

მაილი საირუსის სიმღერაზე – We Can’t Stop გადაღებულმა კლიპმა, რომლის პრემიერა 2013 წლის 19 ივნისს შედგა, YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა, რითაც ,,Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ დაიან მარტელის გადაღებული მუსიკალური რგოლი, რომელიც იმ დროს 21 წლის საირუსის პროვოკაციულ კადრებს ასახავს, არტისტის მეოთხე სოლო ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია.

აქამდე იგივე შედეგი ტრეკების – Wrecking BallParty in the U.S.A. და Flowers ვიდეოებს ჰქონდა. ამ მხრივ შემსრულებელს მეხუთე მიღწევა Mike WiLL Made-It-თან, უიზ ხალიფასთან და Juicy J-ისთან კოლაბორაციული ნამუშევრის – 23 კლიპითაც ეკუთვნის.

ცნობისთვის, We Can’t Stop მაილი საირუსის მეოთხე სტუდიური ალბომის – Bangerz ლიდ სინგლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები