მომღერალი მაილი საირუსი საქველმოქმედო ღონისძიების Hilarity For Charity მთავარი გმირი გახდა. ღონისძიება ჰოლივუდში გაიმართა და მომღერალმა საპატიო სტუმრის ამპლუაში იმღერა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი სამოსი, ის ლურჯი ფერის საცურაო კოსტიუმში ავიდა სცენაზე, რომელსაც ქამარი ამშვენებდა. ანსამბლს ასრულებდა ღია ფერის მბზინავი კოლგოტი და მაღალყელიანი ჩექმა.
საირუსმა თავისი პოპულარული ჰიტები შეასრულა და თავად დარწმუნდა, რომ ღონისძიების მთავარი გმირი იყო.