ბოლო რამდენიმე თვეა მაილი საირუსი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციადაც მან უახლოესი მომავალი დაასახელა. ამ დღეებში მომღერალმა თაყვანისმცემლებს ახალი კლიპი წარუდგინა, რომელიც რომანტიკული გამოვიდა და შესაბამისად მისი წინა ნამუშევრებისგან მკვეთრად განსხვავდება.
სიახლეს „Malibu“ ჰქვია და მასში საირუსი საკმაოდ ნაზი და ქალურია. გადაღებები წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ულამაზესი პეიზაჯების ფონზე მიმდინარეობდა.