ყველასთვის ცნობილია, რომ ,,ტოტალ ბლექ ლუქი” მოდის კლასიკას წარმოადგენს და ერთნაირად საყვარელი იმიჯია, როგორც რიგითი მოდის მიმდევრებისთვის, ისე ვარსკვლავებისთვის.
ამას ხაზი ,,ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოებაზეც” გაესვა, რომელსაც პოპ კულტურის არაერთი სახე სწორედ შავად შემოსილი დაესწრო.
კრიტიკოსების შეფასებით, ამ მხრივ მაილი საირუსი გამოირჩა, რომელმაც საღამოზე ფრანგული მაღალი მოდის სახლის – სენ-ლორანის სრულად შავი ბრჭყვიალა კაბა მოირგო.
აღსანიშნავია, რომ საირუსი ,,ოქროს გლობუსზე” შარშანდელის მსგავსად წელსაც ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა პრემიის გამარჯვებულთა მიღმა დარჩა. ამ ნომინაციაში ,,ნეტფლიქსის” ანიმაციის – KPop Demon Hunters საუნდტრეკმა – Golden მოიგო.
ცნობისთვის, მაილი საირუსი ,,ოქროს გლობუსის” სამგზის ნომინანტია.