LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა ,,ავატარის” მესამე ნაწილის მთავარი მუსიკალური თემა ჩაწერა, რომელიც შესაძლოა ,,ოსკარის” ნომინანტი გახდეს

140
download

19 დეკემბრიდან ეკრანებზე, ჯეიმს კამერონის კოსმოსური საგის – ,,ავატარი” მესამე ნაწილი – Fire and Ash გამოჩნდება. ფილმში მოვლენები კვლავ პლანეტა ,,პანდორაზე” განვითარდება, რომლის ყურადღების ცენტრში ამჯერად ცეცხლის სტიქია, კერძოდ კი ,,პანდორას” მკვიდრი ,,ფერფლის ტომი” აღმოჩნდება. ფრენჩაიზის მორიგ ეპიზოდშიც მთავარ როლებს: სემ უორტინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი უივერი, სტივენ ლენგი და კეიტ უინსლეტი ასრულებენ.

ცნობილი გახდა, რომ ტრიკველის მთავარი მუსიკალური თემა, მაილი საირუსმა ჩაწერა. Dream as One – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის რელიზი 14 ნოემბერს შედგება.

ხანძრისგან პირადად დაზარალებულისა და ფერფლიდან აღდგენილისთვის, ამ პროექტს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს” – აღნიშნა არტისტმა, რითაც 2018 წელს, კალიფორნიის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებულ მის სახლზე მიანიშნა.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციას, რომელიც საირუსმა მარკ რონსონთან და ენდრიუ უაიატთთან თანამშრომლობით შექმნა, მომავალ კინოდაჯილდოებებზე, მათ შორის ,,ოსკარებზე” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” ნომინანტად მოიაზრებენ.

ცნობისთვის, თითქმის 25 წლიანი მრავალმხრივი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის ფონზე, მაილი საირუსისთვის ეს ,,ოსკარის” პირველი ნომინაცია იქნება.

შეგახსენებთ, რომ Avatar-ის პირველი ნაწილის მთავარი მუსიკალური თემა ლეონა ლუისმა, ხოლო სიქუელის – the Weeknd-მა ჩაწერა, თუმცა ,,ოსკარის” ნომინაცია არც ერთს მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები