23 ივლისს, ემი უაინჰაუსის გარდაცვალებიდან 8 წელი შესრულდება. 27 წლის ასაკში დაღუპულ მომღერალს, მაილი საირუსმა პატივი ,,გლასტონბერზე” მიაგო.
ლიამ გალაგერი, მაილი საირუსი, ჯანეტ ჯექსონი – ,,გლასტონბერზე” გამომსვლელთა პირველი ნაწილის ვინაობა ცნობილია (ფოტო)
აღსანიშნავია, რომ პირველად, კარიერის განმავლობაში, სოლო პროექტით კაილი მინოუგსაც მოუსმენენ.
პილტონში გამართული კონცერტისას, ამერიკელმა მომღერალმა ლეგენდარული ინგლისელი კოლეგის 2007 წლის ჰიტი – Back to Black შეასრულა.
26 წლის შემსრულებელი, რომელიც წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო, შოუზე მარკ რონსონის აკომპანიმენტით წარდგა.
R.I.P. Amy 😢 @MileyCyrus and @MarkRonson doing a cover of ‘Back To Black’ at Glastonbury. pic.twitter.com/97hU4nxIgt
— ill Will (@officialillwill) June 30, 2019
შეგახსენებთ, რომ ემი უაინჰაუსი 2011 წელს, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ იმსხვერპლა.