მაილი საირუსი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, დიაგნოზი მწვავე ტონზილიტია, ვარსკვლავს წვეთოვანი დაუდგეს და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.
მომღერლის მეგობრებმა და გულშემატკივრებმა უამრავი თაიგული დაუტოვეს მაილის, თუმცა მისის ახალი შეყვარებულის გამხნევბის ფორმა ყველაზე საინტერესო გამოდგა.
22 წლის ავსტრალიელმა მომღერალმა კოდი სიმპსონმა მაილის პირდაპირ პალატაში უმღერა. აღნიშნული ვიდეო საირუსმა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე გამოაქვეყნა, როგორც გაირკვა, აღნიშნული სიმღერა კოდიმ პირადად მაილისთვის დაწერა.
https://www.instagram.com/p/B3Yq-9int-G/?utm_source=ig_embed
https://www.instagram.com/p/B3YpV1qnBXQ/?utm_source=ig_embed