LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში საარსებო მინიმუმი 253 ლარამდე და 70 თეთრამდე გაიზარდა

113
სიღარიბე (1)

2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1.9 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.7 ლარი იყო. მაშინ როცა 2023 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 251.8 ლარს შეადგენდა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 8.6 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის მაისში საარსებო მინიმუმი 245.1 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის მე-5 თვეში 224.7 ლარით განისაზღვრა. მაშინ როცა 2023 წლის აპრილში – 223.1 ლარი, ხოლო 2022 წლის მაისში – 217 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები