2021 წლის მაისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 109,359 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 180.4%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 52,688 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
რაც შეეხება ტოპ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც 2021 წლის მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ასეთია: თურქეთი – 21 855 ვიზიტორი, უკრაინა – 11 533 ვიზიტორი, ისრაელი – 11 244 ვიზიტორი, რუსეთი – 10 818 ვიზიტორი, სომხეთი – 9 863 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 9 537 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 5 704 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 664 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 528 ვიზიტორი, ბელარუსი – 2 349 ვიზიტორი.