LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში თბილისის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

124
planetakeoff

მთავრობა საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივი ჩამოყვანის პროცესს აგრძელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა დამატებითი ავიარეისები შემდეგი მიმართულებით: 5 მაისი – ათენი-თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი, 9 – მაისი ბერლინი-თბილისი.

ამასთან, ახლო მომავალში განხორციელდება შემდეგი ავიარეისები: 22 აპრილი -ერბილი-ბათუმი , 24 აპრილი- ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი, 30 აპრილი – მადრიდი-თბილისი 2 მაისი – პრაღა-თბილისი.

„სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის: ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, სამშობლოში ქართველებს ადგილობრივი ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აბრუნებს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ავიაბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g