LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ, მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს მშვიდობიანი განვითარების სურვილი

121
მაკა ბოჭორიშვილი

ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ, მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სურვილი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისვე თქმით, ასოცირების შეთანხმების შესრულებით ხელისუფლებამ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა. ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისა და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. შუა დერეფანში. მეორე მხრივ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვართ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g