LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: ფინანსური თვალსაზრისით ასოცირებული პარტნიორების ყოფა არაფრით განსხვავდება კანდიდატი ქვეყნების ყოფისგან, უადგილოა საუბარი, თითქოს რაღაც დავკარგეთ

78
მაკაბოჭორიშვილი

ფინანსური თვალსაზრისით ასოცირებული პარტნიორების ყოფა არაფრით განსხვავდება კანდიდატი ქვეყნების ყოფისგან – შესაბამისად, უადგილოა დღეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც დავკარგეთ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის“ ეთერში პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

​„რომ ვთქვათ, საქართველომ რაღაც დაკარგაო, ეს რაღაც უნდა გვქონოდა. საქართველოს არაფერი დაუკარგავს. რამდენიმე თვის წინ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, როდესაც ვითხოვდით ევროპულ პერსპექტივას, ევროკავშირმა, რადგან არ იყო შესაბამისი მზაობა, ამის კომპენსაციის სახით შეიმუშავა ძალიან ძლიერი ფინანსური დახმარების პაკეტები. შარშან თბილისში იყო ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, რომელმაც ეს პაკეტი ჩამოიტანა საქართველოში. მაშინ ახსნა იყო ასეთი: ტრიოს ქვეყნებს არ გაქვთ პერსპექტივა, მაგრამ გაქვთ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებთან წვდომა, რაც ფაქტობრივად, იდენტურია იმისა, რაც აქვთ კანდიდატ ქვეყნებს. ფინანსური თვალსაზრისით ასოცირებული პარტნიორების ყოფა არაფრით განსხვავდება კანდიდატი ქვეყნების ყოფისგან. შესაბამისად, უადგილოა დღეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც დავკარგეთ. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, რა შესაძლებლობები გაიხსნება ხვალ – ამაზე კონკრეტული საუბარი დღემდე ბრიუსელში არ ყოფილა. ეს ყველაფერი იქნება და კონკრეტულად ვნახავთ, რა ფინანსური შესაძლებლობები გაჩნდება ახლა უკვე კანდიდატი ქვეყნებისთვის“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g