LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუას შექმნილი ნამუშევრები აუქციონზე გაიყიდა (ფოტოები)

115

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონს დაესწრნენ.

პირველმა ლედიმ აუქციონზე საკუთარი ხელით მოხატული ზარდახშები წარადგინა.

„ყუთების ისტორიის შესახებ მინდა ორი სიტყვით ვთქვა. როცა პრეზიდენტის საჩუქრებს ყუთიდან იღებენ, ისინი ცარიელდება და კარგავენ ფუნქციას.

მე გადავწყვიტე, რომ მათ შევუნარჩუნო და გავუხანგრძლივო სიცოცხლე…”,-აღნიშნა პირველმა ლედიმ.

აუქციონიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის ფუნქციონირებას მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,   პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,   პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თითოეულ გაყიდულ ლოტს დაემატება ხუთასი ლარი, რომელიც ჰოსპისში გადაირიცხება.

საქველმოქმედო საღამოს საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g