LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცინცაძე „პირველ არხზე“ თოქშოუს გაუძღვება – „ჩემი გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა…“

554

მაკა ცინცაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ახალ თოქშოუს წაიყვანს. ინფორმაცია ამის შესახებ თავად დაუდასტურა „ფორტუნას“ საიტს. მაკამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ტელევიზიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და საბოლოოდ, არჩევანი „პირველ არხზე“ შეაჩერა.

მაკა ცინცაძე:

გასულ კვირას დავასრულე მოლაპარაკებები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. ბევრ გაუკვირდა ჩემი ეს გადაწყვეტილება. მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ტელევიზიასთან მქონდა მოლაპარაკებები, შემოთავაზებები ასევე პოლიტიკური თოქშოუს წაყვანაზე. არჩევანი „პირველ არხზე“ შევაჩერე, რადგან პერსპექტივას ვხედავ. არსებობს დიდი სურვილი და მოტივაცია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უახლოეს მომავალში გახდეს ლიდერი ქართულ მედიაბაზარზე. ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებაში გასაკვირი არაფერია. ამ ეტაპზე ჟურნალისტებს ურჩევნიათ კერძო ტელევიზიებში მუშაობა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა ჩემს კოლეგას ექნება სურვილი, რომ ამ არხზე გადმოვიდეს და აქ იმუშაოს. ვფიქრობ, ძალიან მალე არხი ყურებადი იქნება, არა იმიტომ, რომ მე გადმოვედი აქ, უბრალოდ, არის კონკრეტული მიზანი.

რა ფორმატის გადაცემას გაუძღვები? უკვე გყავს გუნდი?

ეს იქნება პოლიტიკური თოქშოუ, რომელიც ეთერში, სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან გავა. ჯერ შავი მონახაზი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ იქნებიან სტუმრები, იქნება საზოგადოების ჩართულობა… კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არსებული ადამიანური რესურსით, აქ მომუშავე ადამიანებით, პროფესიონალებით, შევკრავთ ახალ გუნდს, ჩემთვის ვიცი, მაგრამ რომ დაგვთანხმდებიან, შემდეგ შევძლებ უფრო კონკრეტულად საუბარს. გადაცემა ორიენტირებული იქნება ობიექტურობასა და რეიტინგზე.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები