LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცინცაძის გოგონა სახლში „მაკა ცინცაძეობას“ თამაშობს – ნახეთ დედა-შვილის საგაზაფხულო ფოტოსესია

1536

ტელეჟურნალისტი მაკა ცინცაძე სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გადასაღებად თავის პატარა გოგონასთან,  კესოსთან ერთად გვესტუმრა. კესო ლამაზ თეთრ კაბაში გამოეწყო და დედიკოსთან ერთად ფოტოგრაფის წინ იპოზიორა.

მაკა ცინცაძე:

კესო თავიდან ბოლომდე მე მგავს, მამასაც ჰგავს, თუმცა უფრო მეტად მე. ხასიათიც ჩემი აქვს. როცა ტელევიზიით მხედავს, მგონი, უხარია. თავად არის ხოლმე მაკა ცინცაძე, მიწყობს ხოლმე ერთი მსახიობის თეატრს, ჯდება მაგიდასთან, მიჰყავს გადაცემა და ჰყავს რესპონდენტები.

FE5B4166კესოს გამოჩენა როგორი იყო შენს ცხოვრებაში?

განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი, ალბათ, იმას, რასაც ყველა დედა ამბობს – ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. როცა კესო გაჩნდა, ვფიქრობდი, მანამდე რისთვის ვცხოვრობდი ან რისთვის ვარსებობდი. ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეიცვალა. ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლისთვისაც არც კი დაფიქრდები, ისე დათმობ შენს სიცოცხლეს…

რა დროს ატარებ მასთან?

სამსახურის გარდა მთელი დრო. მარტო არსად დავდივარ, სულ თან მახლავს.

შევატყვე, რომ ძალიან მოსწონს შენი კოსმეტიკა, ჩაცმულობა…

მას აქვს თავისი პარფიუმერიის ჩანთა, რომელსაც წარმატებით იყენებს. სპეციალურად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მოკლედ, გრძნობს, რომ გოგოა (იღიმის).

FE5B4116შენ ურჩევ სამოსს?

არ მარჩევინებდა არასდროს, მგონი, ჩვილობის შემდეგ. არ მიჯერებს, ამიტომ ვცდილობ, მე ავეწყო მასზე. თუკი რაიმე ახლის ყიდვას დავაპირებ, თავად მიმყავს შესარჩევად. როცა ფოტოსესია გვაქვს, მე ვუხამებ მას სამოსს და არა პირიქით. როცა მე ვიცვამ სამოსს, მაფასებს. ძირითადად, აქცენტს ფერებზე აკეთებს, სილუეტს, რასაკვირველია, ვერ არჩევს. ღია ფერები მოსწონს, მინდა, რომ მის მოსაწონად გამოვიყურებოდე, განსაკუთრებით, როცა ერთად ვართ.

სად დაგყავს?

შემოვლილი გვაქვს ყველა პარკი და კვების ობიექტი. სამწუხაროდ, თბილისში არ არის ბევრი გასართობი ბავშვებისთვის.

ბაღში დაგყავს?

ბაღში მივიყვანე და ორ კვირაში წამოვიდა ისტერიკით (იღიმის). ვერ გაძლო, არ მოეწონა, საჭმელს არ ჭამდა მთელი დღე. პრინციპში, არ მაქვს ისეთი გამოუვალი მდგომარეობა, რომ დამეძალებინა, ბებიები ყურადღებას აქცევენ, სანამ მე სამსახურში ვარ. ჩემზე არ არის ძალიან მოჯაჭვული, მაგრამ ალბათ, მაინც აქვს უკმარისობის შეგრძნება ჩემი სამსახურის გამო. ამიტომაც სულ ვცდილობ, რომ დიდი დრო გავატარო მასთან ერთად.

FE5B4230მაკა, ძალიან ხშირად მიგიღია ტიტული –  ყველაზე ლამაზი ტელეწამყვანი…

დიდი მადლობა, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, მე რატომ მასახელებენ. არის უამრავი ლამაზი წამყვანი, ნინო თოლორდავა, მარიამ ვაშაძე და ლიზა წიკლაური… ბევრი სხვა. მაკიაჟითა და დავარცხნილი თმით ყველა ქალი ფორმაშია და ლამაზია…

ნაკლს პოულობ საკუთარ თავში?

იცი, რამდენს? ჩამოგითვალო? ძალიან ბევრს, ჩამოთვლა უხერხულია (იღიმის). ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ვწუწუნებ ხმამაღლა. ღმერთს ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც მაქვს, ჯანმრთელობიდან დაწყებული, ჯანმრთელი შვილი მყავს. სხვა ყველაფერი სისულელეა…

სულ ხარ ფორმაში? ამას როგორ ახერხებ?

ჩემი ნანა და დათო ახერხებენ ამას, ისინი ზრუნავენ ჩემს მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე, ნიკა – გარდერობაზე. სახის მოვლისას მკვებავებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ყოველდღიურად ვიყენებ მაკიაჟს, ეს იწვევს კანის გამოშრობას, ამიტომაც ცხიმიან მკვებავს ვიყენებ.

FE5B4117რაიმე თუ გაქვს გაკეთებული?

არა და თუ დამჭირდება რაღაც პერიოდის შემდეგ, აუცილებლად გავიკეთებ. თუკი ქალს აქვს ამის საშუალება და დიდი იმედი მაქვს, რომ მეც მექნება საშალება, როცა ამის საჭიროება იქნება, მივმართავ ქირურგიულ ჩარევას ან სხვა პროცედურებს.

დიეტაზე ხარ?

დიეტა „კიბეს“ ვიცავდი სამი კვირა და მხოლოდ სამი კილო დავიკელი. ერთ დღეს ვაშლი ვჭამე, მეორე დღეს – ბალახები და… ხორცის გარეშე ვერ ვძლებ, ძალიან დიდი გურმანი ვარ (იღიმის), ამ დიეტის ფონზე საგაზაფხულო დეპრესია დამეწყო.

 

 

ნინო მურღულია

ფოტოგრაფი: Robbie RG Commercial

გადაღების ადგილი: Holiday Inn Tbilisi

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები