LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა რაზმაძე ნოდო გუგეშაშვილზე: “უწყინარი ნოდარიკო დედას თვალწინ მოუკლეს…”

959

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ნოდო გუგეშაშვილთან ერთად აქვს გადაღებული და სოციალურ ქსელში ემოციებით სავსე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი მეგობარი ამ ტრაგედიას, შვილის გარდაცვალებას ვერ გადაიტანს.
მაკა საზოგადოებას მიმართავს:

“საავადმყოფოდან ერთი წამით შემოვიხედე აქ და მივხვდი, რატომაც არასდროს არაფერი გვეშველა და სავარაუდოდ, აღარც გვეშველება… რეებს წერთ, ხალხო? არ გრცხვენიათ?

ვერ გადარჩება ვერ!!!!!გაიხარეთ, ვერ გადარჩება!!! რა გადაარჩენს ერთადერთი ანგელოზი შვილის საკუთარ თვალწინ დამკარგავს?!

იმ წუთიდან მკვდარია, რა წამსაც ნოდარიკოს სული აღმოხდა… უწყინარი, უსაყვარლესი ნოდარიკო დედას თვალწინ მოუკლეს. ნოდარიკო, რომელიც უსინათლო ბებიას ხელით დაატარებდა, ბანდა და პატრონობდა. ნოდარიკო, რომელსაც ადამიანისთვის არ უწყენინებია… უთბილესი, უწესიერესი ნოდარიკო 5 ტყვიით თავში მოკლულია და აქ ხალხი ცივად არჩევს რაღაც სამარცხვინოს, იმის ნაცვლად, ყველამ ერთად მკვლელის დაჭერა მოსთხოვოს პოლიციას! დღისით მზისით დედას საკუთარი შვილი მოუკლეს თვალწინ თქვენს ქალაქში თქვენს ქვეყანაში… რეებისთვის გცალიათ ხალხო…”

https://www.facebook.com/maka.razmadze.1/posts/1809273209105641

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g