LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძემ და გიორგი სუხიტაშვილმა 2015 წელი შეაჯამეს

13

გადაცემის სტუმრები მომღერლები მაკა ზამბახიძე და გიორგი სუხიტაშვილი იყვნენ. საუბარი მათი ცხოვრებისა და შემოქმედების გარშემო წარიმართა.

ვემზადებით ახალი წლისთვის, რა გეგმები გავთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით?
გიორგი:
უამრავი გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობს, მთავარი კონცერტის რეპეტიციები და ა.შ. დღეში დაახლოებით 5-6 ლოკაციაა, ამას ემატება გაუსაძლისი საცობები ქუჩებში და მოკლედ, ძალიან ვიღლებით, მთავარი ის არის, რომ გვიყვარს ჩვენი პროფესია და დაღლილობის მიუხედავად სიამოვნებით ვაკეთებთ ყველაფერს.

– რამდენად პროდუქტიული იყო გასულ წლებთან შედარებით 2015 წელი?
– ეს წელი საკმაოდ აქტიური იყო, ბევრი ახალი რამე დაგვემატა, ვატო კახიძის ახალ პროექტში ვმონაწილეობ. ასევე მაქვს სოლო-კარიერის სიახლეები და ა.შ. ჩემთვის ეს წელი ძალიან კარგი იყო.

– მაკა შენთვის როგორი იყო 2015?
– ჩემთვისაც ასევე, საკმაოდ სასიამოვნოდ დატვირთული იყო მიმდინარე წელი. ვატო კახიძის პროექტში ვარ მეც, არაჩვეულებრივი წამოწყებაა და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც უთქვამთ, რომ ქართულ სიმღერებსაც არაჩვეულებრივად  ვმღერი.

გიორგი: ერთს ვიტყვი, მე ვთვლი, რომ თუ მომღერალი საქართველოში არ მღერის ქართულ სიმღერას, ის სცენაზე არ უნდა იდგეს იმ ამბიციით, რომლითაც დგას.
მაკა: ქვეყნის გარეთაც მნიშვნელოვანია, როგორ სრულდება მშობლიური სიმღერა.

მაკა, დუეტი „ჯორჯია“ დაიშალა და მარტო გაარძელე მოღვაწეობა. როგორ მიდის სოლო-კარიერა?
– რატი ჩემი ცხოვრების ნაწუილია და მის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ. ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი გადაწყვეტილება. ჩემს ცხოვრებაშიც ყველაფერი სასიკეთოდ მოხდა. თავიდან გამიჭირდა, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ძალიან კარგად ვარ.

– გიორგი, როგორია მაკასთან ერთად მუშაობა?
– ძალიან მხიარულია მაკა, ზედმეტად პასუხისმგებლიანია და მომწონს ეს მასში.

– რა მოხდება 26-ში?
– ქართული მუსიკის ზეიმი იქნება 26-ში და 27-ში. მსმენელი მონატრებულია ქართულ მუსიკას. ჩვენ დავკარგეთ კონცერტზე ბილეთის ყიდვისა და დასწრების კულტურა. ორივე დღის ბილეთები უკვე გაყიდულია და ძალიან მიხარია. პროგრამამ ნამდვილად გაამართლა და კიდევ ერთხელ ვთხოვ ქართველ მსმენელს, არ გამოტოვონ.

– როდის შეხვდი ახალ წელს სახლში?
გიორგი:
ძალიან დიდი ხნის წინ, 2003 ან 2002 წელს. ახლა ფიზიკურად აღარ მცალია ამისთვის, კმაყოფილიც ვარ, ხალხისგან ძალიან დიდი ემოცია მოდის.

– მომზადებაში თუ ეხმარები ოჯახის წევრებს?
– ვერა და ეს პროცესი ძალიან მენატრება.

მაკა: ეს პროცესი არის ჩემი ჰობი. ახალ წელზე ვგიჟდები. ყველა მიყვარს ამ დღესასწაულზე. ძალიან მიყვარს სახლში შეხვედრა, მაგრამ მე მენატრება ეს პროცესი, ბოლოს სახლში 2005 წელს შევხვდი და ძალიან გული მწყდება.


– ვახო შენთან ერთად არის ხოლმე?

– კი. ერთ ახალ წელს არ იყო და ვიღაც ჟურნალისტმა შეამჩნია ეს იმ წელს „დაგვაშორეს“.

გიორგი, „ვოისში“ მონაწილეობს შენი და, ნინი. რას იტყვი ამის შესახებ?
– ერთადერთხელ მოვახერხე მის ლაივზე დასწრება. ძალიან ამაყი ვიყავი და კმაყოფილი ვარ. ცოტას ვნერვიულობ.

– მაკა, მეუღლეს თუ უკეთებ ხოლმე საჩუქრებს და ის თუ განებივრებს?
– კი. შარშან სუნამო ვაჩუქე და წელს ჯერ არ ვიცი. ისიც მჩუქნის, რა თქმა უნდა.

– გიორგი, შენთან რა ხდება ამ კუთხით?
– ჩამჭრელი კითხვები არ არის საჭირო (იცინის)

– რას უსურვებთ საქართველოს?
მაკა:
სიყვარულს ვუსურვებ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ხვალ ვიქნებით თუ არა არავინ ვიცით, ამიტომ სჯობს სიყვარული დღეს გამოვხატოთ.
გიორგი: თქვენ გისურვებთ ბევრ მსმენელს. ხალხს ზოგადად კი ვუსურვებ ნაკლებ პრობლემებს, რადგან ამაზეა დამოკიდებული ბედნიერებაც და ყველაფერი კარგიც. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, უფრო კარგად იქნება ყველაფერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები