“მაკდონალდსი” დიღმის ადაპტირებულ რესტორანში სოციალური საწარმო „ქედელი“-სა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს უმასპინძლებს.
კომპანია კოჯრის ბავშვთა სახლს ტრადიციული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში 20 000 ლარს გადასცემს. ამასთანავე, მათ გადაეცემათ სოციალური კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აუქციონიდან და სპეციალური საქველმქმედო საუზმის მენიუდან შემოსული თანხებიც.
როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება “მაკდონალდსის” სოციალური კამპანიის „უფრო ახლოს, უფრო მარტივად“ წარმატებულად ჩატარებას. კამპანიის ფარგლებში, მოხდა “მაკდონალდსის” თანამშრომლობა სოციალურ საწარმოსთან, „ქედელი“, რომლის ბენეფიციარებმაც “მაკდონალდსის” მომხმარებლებისთვის ჭიქის აქსესუარები დაამზადეს.
მათივე ინფორმაციით, შეიქმნა სპეციალური მენიუ, რომლის შეძენის შემთხვევაშიც მომხმარებლები საჩუქრად იღებენ ჭიქის ზამთრის აქსესუარებს.
სოციალური კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შედეგად შეგროვებული თანხა, გადაეცემა კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს, რომელიც მათი საჭიროებების მიხედვით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას მოხმარდება.