შესაძლოა, მალე, როდესაც „მაკდონალდსის“ ფანჯარასთან შეკვეთის მისაღებად გაჩერდებით, ადამიანის ნაცვლად რობოტი მოგემსახუროთ.
კომპანიის დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ განაცხადა, რომ სწრაფი კვების გიგანტი Siri-ს მსგავს ხმის ამოცნობის სისტემას ჩიკაგოში ათ drive-thru ლოკაციაზე ტესტავს. მას შეკვეთების 80%-ის მიღება შეეძლება.
აღნიშნულ სიახლეს შესაძლოა საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვეს, რადგან უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება.