LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მახათას მთაზე, ეკლესიის გვერდით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აშენდება

358
1557329018-მახათა56-e1557329029616

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება.

შესაბამის მემორანდუმს საპატრიარქოში მოაწერს ხელი. შეთანხმება საპატრიარქოს, მთავრობასა და ფონდ „ივერიისას“ შორის გაფორმდა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

“ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა. ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე და დარწმუნებული ვარ, პროექტის რეალიზაციის შემდეგ ეს ადგილი ძვირფასი გახდება ყველასთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ გვაქვს ეროვნული საგანძური, რითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები, ვამაყობთ ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, ის მომავალ თაობებს გადავცეთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა წვლილი გვაქვს შეტანილი ქართველ ერს მსოფლიო და ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში”, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მემორანდუმის გაფორმება ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა პატრიარქმა.

“არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები და ასეთი ნაბიჯია გადადგმული დღეს. ღმერთმა დალოცოს ეს ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ გამოიღოს კეთილი შედეგი ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ”, — განაცხადა უწმინდესმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g