LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარედ 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო

141

მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ თანამშრომლებმაც მიიღეს.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო ”ფორტუნას” განუცხადა, აღნიშნული ტერიტორია ორი გარემოებიდან გამომდინარე შეირჩა. მისი თქმით, იქ კეთდება ახალი დამაკავშირებელი გზა სამებასა და მახათას შორის, გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზეა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწა, რომელის გამწვანების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. დედაქალაის მერის თქით, საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ჯამში 80 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე დაირგვება.

”მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად იფანის და დეკორატიული თუთის ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა. საბავშვო ბაღების და სკოლების მიმდებარე ტეროტორიის გამწვანება უკვე დავასრულეთ. ახლა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს გამწვანება, მათ შორის პარკების, სკვერების ტერიტორიები” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას თბილისის მერიის გამწვანების სამსახური, ასევე კონტრაქტორი კომპანიები 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ. 2016 წელს, თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე დაირგვება.

ფოტოგრაფი: თამუნა ტაბატაძე

 

ფოტოგრაფი: თამუნა ტაბატაძე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები