ერთ დროს დაცინვის ობიექტი იყო. დღეს კი – გლობალური კულტურული სიმბოლო. Crocs-მა შეძლო ის, რაც მოდის ინდუსტრიაში იშვიათად ხდება: თავისი „მახინჯი“ რეპუტაცია მთავარ სარეკლამო იარაღად აქცია და ამით $28 მილიარდზე მეტი გაყიდვა დააგროვა.
მოდური ბრენდები, როგორც წესი, სტილსა და ესთეტიკას უსვამენ ხაზს. Crocs-მა საპირისპირო გზა აირჩია. პლასტმასის, ნახვრეტებიანი, უცნაური ფორმის ფეხსაცმელი თავიდანვე შეფასდა, როგორც ძალიან „უგემოვნო“.
მაგრამ კომპანიამ ეს აღქმა შეცვალა:
„Ugly but comfortable“ – გახდა არა პრობლემა, არამედ მთავარი მესიჯი.

კომფორტი, სიმსუბუქე და პრაქტიკულობა მოდურობაზე წინ დააყენეს. შედეგი? მომხმარებლები, რომლებსაც აღარ აინტერესებდათ კრიტიკა.
Crocs-ის ჯამურმა გაყიდვებმა $28 მილიარდს გადააჭარბა.
ბრენდი პერიოდულად ჩავარდნის ზღვარზეც იყო – 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ კომპანიამ თითქმის გაკოტრდა კიდეც. მაგრამ სტრატეგიის შეცვლამ, ციფრული მარკეტინგის გაძლიერებამ და კოლაბორაციებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

დღეს Crocs-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხსაცმლის ბრენდია .
რატომ გახდა ფენომენი?
პოპ-კულტურის მხარდაჭერა – როდესაც ვარსკვლავები, მათ შორის ჯასტინ ბიბერი, საჯაროდ გამოჩნდნენ Crocs-ით, ბრენდი ერთდროულად ქუჩის მოდისა და ახალგაზრდული კულტურის ნაწილად იქცა.
კოლაბორაციები – ლიმიტირებული გამოშვებები დიზაინერებთან და არტისტებთან.

ინდივიდუალიზმი – სხვადასხვა აქსესუარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი Crocs-ის პერსონალიზაცია, რაც Gen Z-სთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.
პოსტპანდემიური ტრენდი – კომფორტი გახდა პრიორიტეტი. ხალხმა არჩევანი გააკეთა არა ფორმალურობაზე, არამედ პრაქტიკულობაზე.

დღეს Crocs-ი აღარ არის უბრალოდ პლასტმასის ფეხსაცმელი – ის არის მარკეტინგის სახელმძღვანელო მაგალითი, როგორ შეიძლება ბრენდმა საკუთარი სისუსტე უპირატესობად გადააქციოს.
