„მაკლარენმა“ პრემიუმ ყურსასმენი, Px8 S2 McLaren გამოუშვა. ის Bowers & Wilkins-ის მუსიკალურ აპლიკაციასაც უკავშირდება, რითაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, გააკონტროლოს ყველაფერი, ხმის დახშობიდან პერსონალიზაციამდე.
ყურსასმენი პრიორიტეტს ჯერ ხმის ხარისხს ანიჭებს, შემდეგ კი ხმის ჩახშობას. ელემენტი ერთჯერადი დამუხტვით 30 საათი ძლებს და მხოლოდ 15 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ 7 საათი შეუფერხებლად იმუშაოს.
Px8 S2 McLaren Edition გაყიდვაში ერთი თვის წინ ჩაეშვა და მისი ღირებულება 899 დოლარია.


