LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომური: „მე, რომელმაც გახარიას მინისტრობის დროს თვალი დავკარგე, ახლა აქციაზე მასთან ერთად მიწევს დგომა…რატომ არ შეუძლია რიგით მოქალაქეს პრინციპები დათმოს?!“

719
მაკო გომური

„მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის, პრე­მი­ე­რო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, აქ­ცი­ა­ზე მი­წევს მას­თან ერ­თად დგო­მა…“ – ამის შესახებ 20 ივ­ნისს, რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას დაზარალებულმა მაკო გომურმა განაცხადა.

როგორც მაკომ აღნიშნა, ის თბილისში მიმდინარე აქციებს აქტიურად უერთდება, რადგან გაბრაზებულია მთავრობაზე, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა სა­ხე­ში ნაკ­ლებ ტყვი­ას გვეს­ვრი­ან და ნაკ­ლე­ბი და­მიზ­ნე­ბით გვხვდე­ბა ისი­ნი, სა­მა­გი­ე­როდ, რეპ­რე­სი­ე­ბია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. სხვა რა ხდე­ბო­და 37 წელს?! თუნ­დაც რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დგომ პე­რი­ო­დებ­ში?! კარ­გი იყო აქამ­დე საქ­მე არ მიგ­ვეყ­ვა­ნა და სის­ტე­მას ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არ შეს­წი­რო­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ კი­დევ რა სჭირ­დე­ბა ხალ­ხს იმის­თვის, რომ მა­სობ­რი­ვად ხმა ამო­ი­ღოს?! ვერ ვხდე­ბი, რა­ტომ არ შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რომ ცოტა ხანს მა­ინც თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი დათ­მოს. მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის, პრე­მი­ე­რო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, აქ­ცი­ა­ზე მი­წევს მას­თან ერ­თად დგო­მა…

მეც მაქვს ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი, ზოგ­ჯერ ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბი, სად არის შენი პრინ­ცი­პე­ბი?! მაგ­რამ ამ წუ­თას მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე ფიქ­რი არ შე­მიძ­ლია, რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი პრო­რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, ქვე­ყა­ნა­ში გვი­ზის. ვიცი, რომ ამ დროს რა­ღაც­ნა­ი­რად სა­კუ­თა­რი უნდა დავ­თმო. ახლა თა­ვის და­ნე­ბე­ბის დრო არ გვაქვს, რად­გან ამ­დე­ნი 17-18 წლის ბავ­შვია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ აქ­ცი­ებს მათი სა­ხე­ლი ჰქვია. სულ რომ ბოლო ადა­მი­ა­ნი ვიყო, რა­ღა­ცას მა­ინც გა­ვა­კე­თებ, რომ ისი­ნი იქ არ დაგ­ვრჩნენ. მარ­თლა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ…“ – აღნიშნავს მაკო გომური ambebi.ge-სთან.

ვრცლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g