გავრილოვის ღამეს სპეცრაზმელის მიერ გასროლილი ტყვიით დაზარალებულ მაკო გომურს 20 თებერვალს თვალზე მორიგი ოპერაცია გაუკეთეს. მაკომ გუშინ ეს თავად ამცნო საზოგადოებას, მოგვიანებით, სტატუსი ამავე თემაზე, ასევე მაკოს ფოტო გამოაქვეყნა მისმა დამ, მზიკომ და დაწერა:
„ისევ ოცია,
ისევ მაკოს პალატაში შევდივარ… თუმცა რვა თვის წინ გაცილებით მძიმე რამ მქონდა სათქმელი.
ბოროტი სიმბოლოებით სავსეა ცხოვრება.
პ.ს აფთერს რამდენიმე კვირაში იხილავთოო“.