LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკოლეი კალკინი გადაღებებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოჩნდა – უახლესი კადრები „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ გადაღებებიდან

255
41020170-0-image-a-119-1616873040212

2020 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ  „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეათე სეზონში მარტო სახლის“  ვარსკვლავი, მაკოლეი კალკინი გამოჩნდებოდა, და აი გადაღებები დაიწყო. ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან ფოტოები გავრცელდა. სცენას ოკეანის ნაპირზე იღებენ. ფოტოობიექტივში ამჯერად მაკოლეი მოექცა. ის ბრძოლის სცენებში იღებდა მონაწილეობას.

ფოტოებიდან გამომდინარე საზოგადოების ნაწილის აზრით, მსახიობი  გადასაღებ მოედანზე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამაზე მოწმობს კალკინის არაადეკვატური მიმიკები და მოძრაობა.

ცნობისთვის, ახალ სეზონში მათთან ერთად სარა პოლსონი და კეტი ბეიტსიც გამოჩნდებიან. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი კალკინთან ახლო ურთიერთობაში იქნება. როგორც რეჟისორმა განაცხადა, სერიალში კეტისა და მაკოლეის ინტიმური სცენები იქნება.

ფოტო: რაიან მერფიმ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მე-10-ე სეზონის დასახელება გაამხილა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები