90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ბიჭის, მაკოლეი კალკინის ყოველი ახალი გამოჩენა საზოგადოებაში სულ უფრო მეტ გაოცებას იწვევს. ამჯერად პაპარაცებმა ის პარიზის ქუჩებში დააფიქსირეს. მსახიობი მეგობარ გოგოსთან, ბრენდა სონგთან და ნათლულთან, პერის ჯექსონთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მიემართებოდა.
აღსანიშნავია, რომ კალკინსა და სონგს რომანი მხოლოდ ოთხი თვეა აქვთ, თუმცა როგორც ჩანს, ახალი სიყვარული ვარსკვლავზე მკვეთრად დადებითად მოქმედებს, რადგან ქსელში არაერთხელ მოხვედრილა მისი ფოტოები, სადაც საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. ცნობილია, რომ მაშინ მსახიობს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ეს მის ვიზუალზეც აისახებოდა.