LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკუნა გოჩიაშვილი: „ძალიან მინდა პირადად ვუთხრა – ჰო, ცუდად მოგექცნენ, მოგკლეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდეს.. ამიტომაც ხარ ახლა ასე ცუდად, მაგრამ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ ჩერდები“

949
BeFunky-collage (2)

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, მომღერლის ნინა წკრიალაშვილის პირველ სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და მის მხარდამჭერს პოსტს ავრცელებს:

„ნინა წკრიალაშვილს ვუყურე ლელასთან ❤️

ძალიან მინდა ვიცნობდე და პირადად ვუთხრა რომ, ჰო, ცუდად მოგექცნენ, მოგკლეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდეს.

და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაგ ჯოჯოხეთში შინაურებმაც კი ვერ მოგცეს სათანადო მხარდაჭერა, განსჯის ნაცვლად, უბრალოდ გამხნევება.

ამიტომაც ხარ ახლა ასე ცუდად, მაგრამ უმაგრესი გოგო ხარ, რომ არ ჩერდები და ეძებ მაინც ძალებს რომ წამოდგე. აუცილებლად შეძლებ!“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

ცნობისთვის, ნინა წკრიალაშვილმა გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე, საბერძნეთში ყოფნის პერიოდსა და ბიპოლარულ აშლილობაზე ისაუბრა.

ვიდეო: „უკვე მეოთხეჯერ დამეწყო პანიკური შეტევების ციკლი, ბოლოჯერ უნდა დავიწყო ნულიდან..“ – ნინა წკრიალაშვილის პირველი ინტერვიუ დიდხნიანი პაუზის შემდეგ

„ან ბოლოჯერ უნდა დავიწყო ნულიდან, ან მთელი ცხოვრება ვიწვები.. მენანება ჩემი თავი, რომ გვერდში არავინ დამიდგა“ – ნინა წკრიალაშვილი

ვიდეო: „გავთხოვდი, იმიტომ რომ აქ არ შემეძლო არაფერი, არ ვლაპარაკობდი, საკუთარი ხმა მაღიზიანებდა“ – როგორ იხსენებს საბერძნეთში გათხოვებას ნინა წკრიალაშვილი

„ერთ ღამეში 200 000 ნახვა.. ჩემი სიყვარულის, მონატრებული და მეგობრებისთვის გადადებული გოგო..“ – კახა მამულაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები