მალაიზიაში მამაკაცმა იშვიათი ტრადიციის ფარგლებში გარდაცვლილ საცოლეზე იქორწინა. გამოცემა Mothership-ის ინფორმაციით, ცერემონიას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცნობილი ბლოგერი SaKira Saw და მისი რჩეული, ჯონი, დაქორწინებას ნოემბერში გეგმავდნენ, თუმცა ქალი 23 ივნისს მოულოდნელად გარდაიცვალა. ხუთდღიანი სამგლოვიარო ცერემონიის დასრულების შემდეგ, 28 ივნისს, ჯონიმ საყვარელ ადამიანს სიმბოლური ქორწილი მიუძღვნა.
ცერემონიის დროს სასიძომ ყვავილებითა და ბუშტებით გაფორმებულ გზაზე გაიარა, რომელიც საცოლის სრული ზომის ფიგურამდე და სასახლემდე მიდიოდა. დარბაზში ეკრანზე მათი ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები გადიოდა. მამაკაცმა გარდაცვლილ საცოლეს საქორწინო ბეჭედი გაუკეთა და ემოციები ვეღარ შეიკავა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული ჩაის რიტუალი, ხოლო სასიძომ საქორწილო ტორტიც გაჭრა.
„შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად ისევ გიპოვი და სამუდამოდ შენთან ვიქნები,“ – დაწერა ჯონმა გარდაცვლილი საცოლის სოციალურ ქსელში.
„გარდაცვლილთან ქორწილი“ აზიის რამდენიმე ქვეყანაში არსებული ძველი ტრადიციაა, რომლის დროსაც იმ ქვეყნად წასული ადამიანის პატივსაცემად ან დაუმთავრებელი ნიშნობის სიმბოლურად დასასრულებლად ქორწინების ცერემონიას ატარებენ.