LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალარია, ლეიშმანიოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება – დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას აფრთხილებს

1170
კოღოოო

ზაფხულის სეზონზე, მოსახლეობას სიფრთხილე ძირითადად 3 სახის მწერთან მიმართებაში მართებს, რადგანაც, ისინი ისეთი მძიმე დაავადებების გადამტანები არიან, როგორიცაა მალარია, ლეიშმანიოზი, ყირიმ-კონგოს ცხელება – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

„მწერების სეზონი დგება დათბობასთან ერთად. ძირითადად არის სამი მიმართულების მწერები. ერთია კოღოები, როგორც დაავადების გადამტანი. ამისათვის ორი პირობაა საჭირო, უნდა იყოს დაავადებული ადამიანი, საიდანაც გადაიტანს რაიმე დაავადებას და მეორე, უნდა იყოს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ამ დაავადების გადატანა შეუძლია. კოღო არის მალარიის გადამტანი და იცით, რომ ჩვენთან, მთელს საქართველოში მალარიის გადამტანი კოღოებია“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მეორე სახეობის მწერი, რომელიც ქინქლას წააგავს და მოცულობით საკმაოდ პატარაა, ფლებუტომუსია.

„ფლებოტომუსი არის მწერი, რომლებმაც, შეიძლება ლეიშმანიოზი გადაიტანონ. ეს ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს პრობლემაა. ეს დაავადების გადამტანი მწერები ძირითადად საღამოობით გამოფრინდებიან” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ იმ ძირითად წესებზე ისაუბრა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„თუ გავდივართ ბუნებაში და ეს ყველა მწერს ეხება, შეგვიძლია თავი სპეციალური დამცავი საშუალებებით – რეპელანტებით დავიცვათ, რომელსაც წავისვამთ და მწერები აღარ მოგვეკარებიან, არც კოღოები და არც ტკიპები; პატარა ბავშვებს თუ გამოვიყვანთ გარეთ სასეირნოდ, უმჯობესია, რომ იყვნენ გრძელსახელოებიანი სამოსით კოღო დამდგარ წყალში მრავლდება, ამიტომ, ვიღაცას ეზოში გუბურა აქვს ან ეზოს წინ არხი გადის, კოღო სწორედ აქ მრავლდება. ყველამ რომ სახლის წინ არხი გაწმინდოს და წყალმა იმოძრაოს, კოღო აღარ გამრავლდება“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.