„პატრიოტთა ალიანასის“ წევრთა ნაწილი „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლის მორიგ ტალღაზე საუბრობს. ადა მარშანია ამბობს, რომ ფრაქციების დაშლა და სხვა ფრაქციაში შესვლა ბუნებრივი პროცესია. მისივე თქმით, წყალგამყოფი ორი საბედისწერო კენჭისყრა აღმოჩნდა – მოსამართლეების საკითხი და ალიანსის რეზოლუცია.
მარშანია ამბობს, რომ უმრავლესობიდან დეპუტატების წამოსვლა აღნიშნული კენჭისყრების შემდეგ დაიწყო და მალე კიდევ 30-მდე დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია უმრავლესობიდან მოდის და ყველაფერი იმ დეპუტატებისგან იცის, ვინც ოცნებიდან წამოსვლას აპირებს.