LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მალე ბროწეულების ბაღიც გაშენდება ,,მარიტასთვის”

296

,,შეთე” ჩვენ გვერდით არის, ჩვენ მის გვერდით და მალე ბროწეულების ბაღიც გაშენდება ,,მარიტასთვის”… – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი წერს და მსახიობ ზაზა კოლელიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა, რომელიც საზოგადოებისთვის “მარიტას” პერსონაჟით იყო ცნობილი, ფილმიდან “ნატვრის ხე”.

თუ სად უნდა დაეკრძალათ მსახიობი, ამაზე სოციალურ ქსელში დისკუსია გაიმართა. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, გამოთქვა სურვილი, რომ მის საფლავთან ბროწეულების ბაღი გაშენებულიყო.

ასეთივე ინიციატივით გამოვიდა რამდენიმე დღის წინ, მამა პეტრე კოლხი. მისი თქმით, პატარძეულში მსახიობის სახელზე ბროწეულების ბაღი უნდა გაშენდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g