LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე ეს ნიშანი მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთშიც გამოჩნდება, რადგან კავკასიელ ერებს სურთ თავისუფლება!“ – რას წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი 

4423
ლადო გამსახურდია

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ჩეჩნეთზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომობილზე გაკრული სტიკერები სჩანს:

„რუსეთის ფედერაციისგან ოკუპირებული ჩეჩნეთი. გროზნოში „მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის“ დროშები სტიკერების სახით ეკვრება!

მალე ეს ნიშანი გამოჩნდება მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთშიც, რადგან კავკასიელ ერებს სურთ თავისუფლება! კმარა რუსული ოკუპაცია კავკასიაში! ეს არის ის, რაც დაშლის პატარა ერების ძვლებზე აგებულ რუსეთის ბოროტების იმპერიას! დიდება უფალს!“– წერს ლადო გამსახურდია.