LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, გაერთიანებული სამეფო Sinovac-ის და Sinopharm-ის ვაქცინებით აცრილ მოგზაურებსაც მიიღებს

105
photo-1585585828599-461a0419b788

22 ნოემბრიდან, გაერთიანებული სამეფო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში (WHOEUL) შემავალ ვაქცინებს აღიარებს. აქედან გამომდინარე, Sinovac, Sinopharm Beijing და Covaxin ვაქცინები დაემატება გაერთიანებული სამეფოს მიერ დამტკიცებული ვაქცინების სიას ყველა მოგზაურისთვის. ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მგზავრებს, რომლებმაც სრულად ჩაიტარეს ვაქცინაციის კურსი და მიიღეს ვაქცინაციის სერტიფიკატი, არ მოეთხოვებათ გამგზავრების წინ და მე-8 დღეს ტესტის ჩატარება, ან თვითიზოლაციის გავლა ბრიტანეთში ჩასვლისას. ამის ნაცვლად, მგზავრებმა გაერთიანებულ სამეფოში შესვლისას მხოლოდ მეორე დღეს უნდა ჩაიტარონ ტესტი.

დამატებითი დეტალისთვის ეწვიეთ: https://www.gov.uk/…/travel-updatenew-guidance-for

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g