LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე, თბილისში საჰაერო ბუშტით ფრენას შეძლებთ – დაუვიწყარი ატრაქციონი რიყის პარკში (ფოტოები)

1457
101025176-153237339574662-2244385755239546880-o

დედაქალაქს მალე ახალი საინტერესო ატრაქციონი შეემატება, რომელიც ფუნქციონირებას ივლისის თვიდან დაიწყებს – საუბარია უზარმაზარ საჰაერო ბუშტზე. მოქალაქეები აღნიშნული ბუშტით ფრენას რიყის პარკში შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში Airballoontbilisi ავრცელებს.

„წარმოგიდგენთ ახალ დაუვიწყარ ატრაქციონს თბილისის ცენტრში. ზაფხულის დადგომასთან ერთად, ვიწყებთ უზარმაზარი საჰაერო ბუშტით ფრენას 150 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც შეძლებთ დატკბეთ ქალაქის ხედით, ჩიტის ფრენის სიმაღლიდან და მიიღოთ განუმეორებელი შთაბეჭდილება. ფრენის ხანგრძლოვაბაა 15 წუთი, საჰაერო ბუშტი იტევს 30 ადამიანს. ფრენა აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან საჰაერო ბუშტი მიწაზეა საიმედოდ დაბმული და მუშაობს ჰელიუმის მეშვეობით. 5 ივლისს იგეგმება გაშვება, მაგრამ ზუსტ თარიღს შეგატყობინებთ წინასწარ. ამინდზე იქნება დამოკიდებული“, – აცხადებენ იდეის ავტორები.

რაც შეეხება საჰაერო ბუშტით ფრენის ფასებს, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისათის ფასი 35 ლარი იქნება, ხოლო ტურისტებისთვის — 50 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები