LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა: მისტიკური გვირაბები, ხედი კაშხალზე და ზიპლაინი

236
Untitled

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც, როგორც „ენგურჰესში” აცხადებენ, პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.

ამ საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.

ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა). სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან – 5:00 სთ-მდე.

გაითვალისწინეთ, ტური განხორციელდება მხოლოდ 5 ან მეტი ვიზიტორის შემთხვევაში (1 ტურით სარგებლობს მაქსიმუმ 24 ვიზიტორი).

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ტურის ბილეთების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს https://rb.gy/vwsrxy

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები