ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ, ქართველ მომღერალ მალიბუ ტუღუშს 27 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღის აღნიშვნის კადრებს მალიბუ სოციალურ ქსელში უზიარებს გამომწერებს და გულშემატკივრების არაერთ თბილ მილოცვას იღებს.
„ნეტავ, ღმერთმა მარგუნოს ის, რასაც ნამდვილად ვიმსახურებ“, – წერს მალიბუ ტუღუში.
ცნობისთვის, მალიბუ ტუღუში უკვე კარგა ხანია, რაც აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერასაც იქ იწყობს.