ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი მალხაზ ხარბედია სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივას ეხმაურება „საქართველოს კულტურის კოდექსის“ შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი მოადგილე, იურისტი იოსებ ბაღათურია ითავებს.
კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათური – თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა
მალხაზ ხარბედია წერს:
„რა „კულტურის კოდექსიო”, ხო არ ძმარავთ? :))
მერე დავგუგლე და ვისაც დაავალა მინისტრმა ამ კოდექსის შექმნა, მოადგილეს, ვინმე ბაღათურიას, წარსულში ყოფილა:
თბილისის რეგიონული სამხედრო პროკურორის მოადგილე, თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი, პროკურატურაში შექმნილი სისხლის სამართლის რეფორმის კონცეფციის სრულყოფის – პროკურატურის სამუშაო ქვეჯგუფის წევრი, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის პროკურორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, ზუგდიდ-გარდაბან-თეთრიწყარო-რუსთავ-საგარეჯოში მოსამართლე, სისხლის სამართლის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წევრი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
როზგები არ იქნება? ლინეიკა, მგლის ბილეთი, დაჭერები, ტირაჟების და ნახატების დაწვა, დახვრეტა, ჰა? :))“