ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ამის აუცილებლობაზე საუბრობს დაცვის მხარეც. ისინი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოითხოვენ, რომ მას დამოუკიდებელი ექსპერტების, ექიმებისა და ფსიქოლოგების მონაწილეობით ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა.
სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები საქმეში არსებულ ბუნდოვანებაზე საუბრობენ. უფლებადამცველები არც მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმებიან.