LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი – მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ

101

მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მალხაზ მაჩალაკაშვილი სპეცოპერაციის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ „იარაღის მუქარით მძევლად იყო აყვანილი“.
„მე არც სისტემის მეშინია და არც ციხის. მეშინია ერთი რამის – ჩემი სინდისისა და ჩემი კაცობის დაკარგვის. მე მეშინია ერთი ღმერთის. მე მეშინია რამე დანაშაული არ ჩავიდინო საქართველოს წინააღმდეგ. რისიც მეშინოდა ამ ქვეყნად, მე ის დავკარგე, ეს იყო თემირლანი. მე მისი დაკარგვის მეშინოდა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g