LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაში დაჭრილებს შორის საქართველოს მოქალაქე არ არის

118
მალტაა

მალტაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ პირებს შორის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალტაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. თავდაპირველად ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი საქართველოს მოქალაქე იყო, რაც საქართველოს საგარეო უწყებამ არ დაადასტურა.

როგორც გამოცემა Malta Today იუწყება, ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

უცნობმა პირმა, რომელიც Toyota-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამ მიგრანტ მუშას გაუხსნა ცეცხლი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g