მალტის ერთ-ერთ სოფელში დადგეს უზარმაზარი ნაძვის ხე, რომელიც მინის ბოთლებისგანაა აწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ times of malta ავრცელებს.
19 მეტრის სიმაღლის ხე 4,5 ათასი ბოთლისგან შექმნეს და ეს ბოთლები რკინის კონსტრუქციაზე დაამონტაჟეს. ინსტალაციის გასაფორმებლად 7 ათასზე მეტი ნათურა გამოიყენეს. ნაძვის ხის წონა 15 ტონას აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ მოედნის გასანათებლად ფანრებიც ბოთლებისგან დაამზადეს, რაც ძალიან თემატური გამოვიდა.