მალუმამ მეოთხე სტუდიური ალბომის – 11:11 მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ 11:11 World Tour, სტარტს 21 ივნისს, ლისაბონში აიღებს.
კოლუმბიელი შემსრულებელი კონცერტებს უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, მაროკოს, იტალიის, ესპანეთის, უკრაინის, ბულგარეთის, ეკვადორის, ამერიკისა და კანადის ქალაქებში გამართავს.
View this post on Instagram
I can’t wait.. Are you guys ready? #1111WorldTour ? ????
A post shared by MALUMA (@maluma) on
უკანასკნელი შოუთი 25 წლის მომღერალი მსმენელის წინაშე 9 ნოემბერს, სან-ხუანში წარდგება.
შეგახსენებთ, რომ მალუმას მეოთხე სტუდიური ალბომი – 11:11, 17 მაისს გამოვიდა.