LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამა მაღაროელი იყო ჭიათურაში…შეუმცირებიათ, ძალიან უჭირდათო და სამუშაოდ წამოსულა თბილისში” – ბიჭი, რომელიც მიწის ჩამოშლას ემსხვერპლა

1169
შემთხვევა-მუშა (1)

26 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც 31 მარტს, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მი­წის მა­სის ქვეშ მოჰ­ყვა და­ვით აბე­სა­ძეა. გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაურა აბრამია ავრცელებს.

“ახალგაზრდააო, სულ რაღაც 26 წლის, რომელიც სულ მალე ოჯახის შექმნას აპირებდაო, ეს წუთია ჩემი ყოფილი მოსწავლე მწერს, ვაკეში მიწის ჩამოშლას რომ ემსხვერპლა დღეს იმ ბიჭზე….

სულ რაღაც 26 წლის დათო აბესაძე, მამა მაღაროელი იყოო ჭიათურაში და შეუმცირებიათ, დედა საბაგიროს მემანქანეო და ოთხი და-ძმიდან უფროსი ყოფილა დათო, ძალიან უჭირდათო ბოლო ხანებში და ბიჭი სამუშაოდ წამოსულა თბილისში, თბილისში სადაც, ყველგან თხრიან,….. სადაც ყველგან შეიძლება გათხარო :(( იქაც კი, სადაც მიწა შეიძლება ჩამოიშალოს და ერთი სიცოცხლე წაიღო და მეორეს ეძებენ…. ბიჭი ემსხვერპლა ამ განუკითხაობას, ბიჭი, რომელიც სულ მალე საოცნებო ოჯახის შექმნას გეგმავდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შეჭირვებულ ოჯახს საარსებოს აწვდიდა თავისი ოფლით 🙁

აი, რა ხდება სიკვდილის ქალაქში, დიახ სიკვდილის, ისეა გაცემული აქ სამშენებლო ნებართვები, რომ ყოველდღიურად მსგავსი უბედურება ხდება და როდის, როდის უნდა შეჩერდეს ეს სასაკლაო ? !”

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2155093894525908&set=a.695108013857844&type=3&theater

შეგახსენებთ,ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობისას მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილ მეორე ადამიანს გეორადარის საშუალებით ამ დრომდე ეძებენ. ეს მოწყობილობა საშუალებას იძლევა, დადგინდეს, რა ადგილას შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები