LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „ჩემი შესამოსელი „დოლჩე და გაბანას“ შეადარეს, არადა, სამების სამკერვალოშია შეკერილი და მრევლმა შემომწირა…“

1853
mamasgalva2021

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია, ისე, როგორც მრავალი სასულიერი პირი, კვლავაც დარწმუნებული, რომ წმინდა ბარძიმიდან, საიდანაც მორწმუნე მრევლი ზიარებას ერთი კოვზიდან იღებს, შეუძლებელია, ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადება გავრცელდეს.

სასულიერი პირის გარშემო სკანდალები არ წყდება. მცირე ხნის წინ მის შესამოსელს ერთ-ერთმა არხმა სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა და აქცენტები გააკეთა იმაზე, რომ მას ძვირფასი საეკლესიო სამოსი აცვია და მრევლს უქადაგებს, რომ კორონას საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ჟურნალი „სარკე“ მამა შალვასთან ამ და სხვა საკითხებზე ჩაწერილ აქტუალურ ინტერვიუს აქვეყნებს, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ, ვრცლად ინტერვიუს კი ჟურნალის ფურცლებზე გაეცნობით.

მამა შალვა:

ღმერთმა შეუნდოთ ეს ყველაფერი, დალოცოს მათი ოჯახები და ისინი გონს მოიყვანოს. რაც შეეხება სამღვდელო შესამოსელს, რასაც ღვთის მსახურებაზე ვიცვამთ, იმით ქუჩაში არ დავდივართ, რადგან ის არის მხოლოდ ღვთისმსახურების შესამოსელი.

ჯერ ერთი, ყველა სამოსი, რაც მსახურებისას მაცვია, მრევლის შემონაწირია და მასში ფული არ გადამიხდია. მეორე, ძვირი არ ღირს. „დოლჩე და გაბანას“ და „არმანის“ შეადარეს, არადა, აგერ, სამების სამკერვალოშია შეკერილი.

მე არასოდეს მიყიდია ეს შესამოსელი. მრევლი ყიდულობს ჩემთვის და მთხოვენ, რომ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მოვიხსენო… ღვთისმსახურების შესამოსელზე სიცილი როგორ შეიძლება? ეს ხომ მამა შალვა კეკელიას შესამოსელი არ არის?!

ვინც ჩვენზე გადაცემა გააკეთა, მათ ჩვენზე 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ. ზოგს 10 ათასი აქვს ხელფასი, ზოგს – 15 ათასი და სახლებიც უამრავი. მე მრავალი წელი ჩემი სახლიც არ მქონდა. მეგობარმა გვაჩუქა და ახლა თამამად ვამბობ, თორემ არავის ვეუბნებოდი, რომ სხვის სახლში მიწევდა ცხოვრება.

ვინმე თუ დაინტერესდება, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რამდენ ოჯახს ვეხმარებით, რამდენ ბავშვს ვაჭმევთ, რამდენი ოჯახის ქირას ვიხდით. ისეთები გვეუბნებიან, ბავშვს დაეხმარეთ და სიკეთე გააკეთეთო, თავად რომ ცხოვრებაში არავის დახმარებიან. როგორი შესამოსელით ჩავატაროთ წირვა, ჯვალო რომ გადავიცვათ, დამშვიდდებიან?!“

მამა შალვა კეკელია ამავე ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არასდროს უთქვამს რომ ხალხმა ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g