LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „საოცარია ირაკლის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო. მითხრა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო…“

7075
mamashalvakekelia (1)

მამა შალვა კეკელიამ მცირე ხნის წინ შარტავას ქუჩაზე ავარიაში მძიმედ დაშავებული ბიჭუნა დათი ქოქრაშვილი და მისი მშობლები ისრაელის კლინიკაში მოინახულა, სადაც 8 წლის ბიჭი მკურნალობის არცთუ მარტივ პროცესს გადის და მისთვის ილოცა.

მამა შალვამ ამ თემაზე ჟურნალ „სარკის“ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა:

„რთული მდგომარეობაა. გაოგნებული დავრჩი მისი მშობლების გაცნობით. ირაკლი და ქრისტინე საოცარი ადამიანები არიან. საოცარია ირაკლის დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვინც მის შვილს დაეჯახა და ამ დღეში ჩააგდო. მითხრა, ვერ ვუსურვებ ცუდს, არც კი შემიგინებიაო… ასეთ სულიერ სიმაღლეს იშვიათად ნახავთ ადამიანში. საოცარი მშობლები ჰყავს ამ დათუნას და ირაკლი იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზეც გვახლდა. პატრიარქმა დალოცა ირაკლიც და დავითიც. სასწაულს ველოდებით, რომელიც აუცილებლად მოხდება და ბავშვი გადარჩება.

მუხლდაჩოქილი იკითხება ლოცვა და მე განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. როგორც ყველა მღვდელი ლოცულობს, მეც ისე ვილოცე იქ. ღვთის ნებით, მოგვეცა საშუალება, რომ გველოცა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდით. როცა შეგიძლია მიხვიდე და პარაკლისი გადაუხადო, მსახურება ჩაუტარო, ზეთი აცხო, ამაზე კარგს რას გავაკეთებდით? ოჯახს ნუგეში მივეცით…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები