LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა-შვილების ნიკოლოზ, ელდარ და გიორგი შენგელაიების საუკუნოვანი კინოამბავი დასრულდა… მისი წასვლა ერთი დიდი ხელოვანის გარდაცვალება კი არ არის მხოლოდ, არამედ დიდი ნიჭიერების, მრავალმხრივობის, შთაგონების, აღმაფრენის, სიყვარულის კვანძის შეკვრაა…“ – რას წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი ელდარ შენგელაიას შესახებ

184
დიმიტრი ხვთისიაშვილი

რეჟისორი, დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

რეჟისორი კოლეგის, კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალებას ეხმაურება.

ემოციურ სტატუსში ხვთისიაშვილი ამბობს, რომ „მისი წასვლა ერთი დიდი ხელოვანის გარდაცვალება კი არ არის მხოლოდ, არამედ დიდი ნიჭიერების, მრავალმხრივობის, შთაგონების, აღმაფრენის, სიყვარულის კვანძის შეკვრაა“:

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

„მამა-შვილების ნიკოლოზ, ელდარ და გიორგი შენგელაიების საუკუნოვანი კინოამბავი დასრულდა. ერთმა ოჯახმა ქართული კინოს ოქროს ფონდში დატოვა “გიული”, “ელისო”, ” ნარინჯის ველი”, “თეთრი ქარავანი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ცისფერი მთები”, “ალავერდობა”, “ფიროსმანი”, “ვერის უბნის მელოდიები”, “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა “. . .

მხოლოდ შედევრები ჩამოვთვალე. ეს ჩამონათვალი ერთ ოჯახს კი არა, მთელი სახელმწიფოს კინოსკოლას ეყოფოდა.. . ასწლიანი რეტროსპექტივა დასრულდა. უკვე ისტორიის ნაწილი გახდა. სახელოვანი ისტორიის, რომელიც მათ სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდარულად.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია დღეიდანვე დავიწყოთ კვლევა შენგელაიების კინოფენომენისა, რომელმაც თითოეული ქართველის და არა მხოლოდ ქართველის ცნობიერებაში არათუ შეაბიჯა, არამედ ღრმა კვალი დატოვა, ააფორიაქა, შეაყვარა და სამუდამოდ იქ დარჩა. ბატონი ელდარის გარდაცვალებამ ჩაკეტა ეს საუკუნოვანი ეპოპეა.

ამიტომაცაა, რომ მისი წასვლა ერთი დიდი ხელოვანის გარდაცვალება კი არ არის მხოლოდ, არამედ დიდი ნიჭიერების, მრავალმხრივობის, შთაგონების, აღმაფრენის, სიყვარულის კვანძის შეკვრაა. რამხელა ბედნიერებაა ღვთით ბოძებული თითო სიცოცხლე ასეთ საყოველთაო სიყვარულსა და აღფრთოვანებაში რომ გაიხარჯება“, – წერს რეჟისორი.

„მადლობა ყველა იმ თეთრი ვარდისთვის რომელიც მიგქონდათ კიტას საფლავზე: „ელენიკოსთან ისე არ მივალ კიტასთან რომ არ გამოვიაროო…“ – რას იხსენებს ნიკოლოზ წულუკიძე ელდარ შენგელაიას შესახებ

„ელდარინო, ასე ეძახდა ჯანსუღი მოფერებით, იტალიელებს ხომ ჰყავთ პაზოლინი, ფელინი, ჰოდა შენ ხარ ელდარინოო, ეხუმრებოდა…“ – თაკო ჩარკვიანი ელდარ შენგელაიაზე

„უდიდესი ელდარ შენგელაია წავიდა… მაგრამ სულ იქნება, სანამ იქნება „ცისფერი მთები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“ – სანდრო ელოშვილი

„ასე მგონია, რომ ის ცათმფრენი სადღაც იდგა, რეზო გაბრიაძე იჯდა ცათმფრენზე და ელოდა და ახლა ერთად გაფრინდნენ და ზემოდან გადმოგვხედეს…“ – გიორგი კეკელიძე ელდარ შენგელაიაზე

მამა-შვილების ნიკოლოზ, ელდარ და გიორგი შენგელაიების საუკუნოვანი კინოამბავი დასრულდა. ერთმა ოჯახმა ქართული კინოს ოქროს…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on ორშაბათი, 04 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g